დიფერენცირებული სწავლება

დემოკრატიის ინსტიტუტი გთავაზობთ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მოკლევადიან

ტრენინგ-პროგრამას : დიფერენცირებული სწავლება სკოლაში ვიზიტით ან ვიზიტის გარეშე

ტრენინგ-პროგრამა მომზადებულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) ფარგლებში შემუშავებული პროგრამების, სწავლების მეთოდების და სტანდარტების გათვალისწინებით

მიზნობრივი ჯგუფი: დაწყებითი კლასის ქართული ენის პედაგოგები, სტუდენტები.

ტრენინგ-პროგრამის აღწერა: კურსი მოიცავს კითხვის დიფერენცირებული სწავლების შესახებ როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ მასალას. ვიდეო მასალის, მაგალითების და პედაგოგიური სიტუაციების ანალიზის საფუძველზე და სამოდელო გაკვეთილში მონაწილეობის მიღებით მსმენელი გაიაზრებს კითხვის დიფერენცირებულად სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; აითვისებს მართული კითხვის აქტივობის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. გაიაზრებს კითხვის სწავლების 3-კომპონენტიან კონცეპტუალურ ჩარჩოს (მთელ კლასთან მუშაობა, დიფერენცირებულ ჯგუფებთან მუშაობა და მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობა) და მისი რეალიზების გზებს; დაეუფლება დიფერენცირებული სწავლებისათვის საჭირო რესურსების მომზადებისა და გამოყენების ხერხებს.

მთავარი საკითხები: კითხვის დიფერენცირებული სწავლების საფუძველი, დიფერენცირებულად სწავლების პირველი სადემონსტრაციო აქტივობა; დიფერენცირებული სწავლების მე-2 სადემონსტრაციო გაკვეთილი, მართული კითხვის აქტივობა, მართული პრაქტიკა ჯგუფებში, გაკვეთილების დაგეგმვა.

ხანგრძლივობა: 2 დღე, 10 საკონტაქტო საათი.

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ვიზიტის გარეშე: 120 ლარი

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ორი ვიზიტით: 180 ლარი.

რეგისტრაციისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები ☟

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072