კითხვის ინოვაციური მეთოდები (კითხვის დაბალანსებული სწავლება)

დემოკრატიის ინსტიტუტი გთავაზობთ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მოკლევადიან ტრენინგ-პროგრამას : კითხვის ინოვაციური მეთოდები (კითხვის დაბალანსებული სწავლება)

სკოლაში ვიზიტით ან ვიზიტის გარეშე

ტრენინგ-პროგრამა მომზადებულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) ფარგლებში შემუშავებული პროგრამების, სწავლების მეთოდების და სტანდარტების გათვალისწინებით

მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის პედაგოგები, განათლების სპეციალისტები, სკოლის სპეც. მასწავლებლები; სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ კითხვის ინოვაციური მეთოდები, კერძოდ, კითხვის დაბალანსებული სწავლება დაწყებით კლასებში.

ტრენინგ-პროგრამის აღწერა: კურსი მოიცავს დაწყებით საფეხურზე ინოვაციური მეთოდების - კითხვის დაბალანსებული სწავლების დანერგვას დაწყებით კლასებში. სამოდელო გაკვეთილებში მონაწილეობის გზით მსმენელი მიმოიხილავს და გაიაზრებს კითხვის სწავლების დაბალანსებულ და ინტეგრირებულ მიდგომას, შეძლებს სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეთაგან შემდგარ კლასში ანბანის ცოდნაზე მთელი სიტყვების ამოკითხვასა და ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას მრავალფეროვანი მეთოდებისა და რესურსების გამოყენებით. გაეცნობიან პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლების სხვადასხვა პერიოდის ორგანიზების ტრადიციულ და ინოვაციურ მოდელებს, გაიაზრებენ მოსწავლისათვის პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელს და მისი კითხვის სწავლებაში განხორციელების საშუალებებს, გაიაზრებენ წინასაანბანო პერიოდის მნიშვნელობას, გაეცნობიან მისი ეფექტური ორგანიზებისათვის საჭირო ძირითად აქტივობებს, მეთოდებს, რესურსებს. შეძლებენ კითხვის შესწავლის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზებას და მოსწავლეებთან ერთად ეფექტური სასწავლო რესურსების დამზადებას ანბანისა და სიტყვების სწავლებისათვის.

მთავარი საკითხები: კითხვის სწავლება პირველ კლასში, სადემონსტრაციო გაკვეთილი, დაბალანსებული სწავლების ძირითადი აქტივობები და მეთოდები, პირველ კლასში კითხვის სწავლების კონცეპტუალური ჩარჩო, კითხვის სწავლების დაბალანსებული (მთელი-ნაწილი-მთელი) მიდგომა. კითხვის სწავლების პერიოდების (წინასაანაბნო, საანბანო, ანბანის შემდგომი ) ორგანიზების ორი გზა, პასუხისმგებლობის ნაბიჯ ნაბიჯ გადაცემის მოდელი, კითხვის კომპონენტები: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში.

ხანგრძლივობა: 2 დღე, 10 საკონტაქტო საათი.

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ვიზიტის გარეშე: 120 ლარი

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ორი ვიზიტით 180 ლარი.

რეგისტრაციისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები ☟

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072