კითხვის თანამედროვე სტრატეგიები და აქტივობები

დემოკრატიის ინსტიტუტი გთავაზობთ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მოკლევადიან

ტრენინგ-პროგრამას : კითხვის თანამედროვე სტრატეგიები და აქტივობები

სკოლაში ვიზიტით ან ვიზიტის გარეშე

ტრენინგ-პროგრამა მომზადებულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) ფარგლებში შემუშავებული პროგრამების, სწავლების მეთოდების და სტანდარტების გათვალისწინებით

მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის პედაგოგები, განათლების სპეციალისტები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ კითხვის სწავლების ინოვაციური მეთოდები.

ტრენინგ-პროგრამის აღწერა: საგნობრივი სტანდარტის ძირითადი მიმართულებების გააზრება,ტექსტის გააზრებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გაცნობა-გაანალიზება;შეკითხვების ფორმულირება ტექსტების გასააზრებლად; ტექსტის მხატვრული ანალიზის მნიშვნელობის გაცნობიერება;ტექსტის მხატვრული ანალიზის მეთოდების გაცნობა;პრაქტიკული აქტივობების სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.

მთავარი საკითხები: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით; მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაანალიზებისათვის მორგებული აქტივობების შერჩევა; სწავლება/სწავლის თანამედროვე მიდგომები; სწავლების მეთოდების მნიშვნელობა, კითხვის სტრატეგიები: ,,ფრაზებად კითხვა I”, ,,ფრაზებად კითხვაII”, კითხვის მატარებელი“, ,,კითხვა ბუქსირით“, ,,უცნაური ხმებით კითხვა“, ,,მოზაიკა“, ,,ურთიერთსწავლება“, ,,ტექსტი ამბობს, მე ვფიქრობ, ამიტომაც“, ,,მახასიათებლების ცხრილი“, ,,შეჯამების ვარსკვლავი“ და სხ. მართული პრაქტიკის წარმართვა; სიტუაციური ამოცანებისა და ქეისების ანალიზი; თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (ჯგუფებში); სამოდელო გაკვეთილების მოდელის გადმოტანა აუდიტორიაში.

ხანგრძლივობა: 3 დღე, 15 საკონტაქტო საათი.

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ვიზიტის გარეშე: 150 ლარი

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ორი ვიზიტით 210 ლარი.

რეგისტრაციისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072