მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი - კითხვის მეთოდები

დემოკრატიის ინტიტუტი“ გთავაზობთ ტრენინგს თემაზე - "კითხვის მეთოდები".

მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის პედაგოგების, განათლების სპეციალისტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს კითხვის სტრატეგიები და დაეუფლოს მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.

კურსის ძირითადი საკითხები: სწავლება/სწავლის თანამედროვე მიდგომები; სწავლების მეთოდების მნიშვნელობა, კითხვის სტრატეგიები: „ნიშანთა სისტემა“; „პაუზებით კითხვა 1“; "კითხვა შეკითხვების დახმარებით"; „დავეხმაროთ ერთმანეთს“; „პაუზებით კითხვა 2“; „ორმხრივ ჩანაწერთა დღიური“; სტრატეგია - ბლუმის ტაქსონომია გაკვეთილზე.

ტრენინგზე მსმენელი გაეცნობა კითხვის სხვადასხვა მეთოდებს, მათ ძლიერ მხარეებს, შეძლებს კითხვის სტრატეგიებთან დაკა­ვში­რებული კომპ­ლექსური სი­ტუ­ა­ცი­ების ანალიზს, პედაგოგიური სიტუაციების და თეორიული მასალის ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკე­თებას; კითხვის სხვადასხვა მეთოდებით მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და წარმართვას;

ტრენერი - ლელა თავდგირიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ოთხი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სასწავლო კურსების: „განვითარებისა და სწავლის თეორიები“, “პედაგოგიკა”, “სწავლება/სწავლის სტრატეგიები”, „ინკლუზიური განათლება“, „შესავალი განათლების კვლევაში“ ტრენერი. 2009 წლიდან დღემდე არის უნივერსიტეტის ,უწყვეტი განათლების ცენტრის" პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულების ტრენერი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციებისა და ტრენინგების მონაწილე.

კურსის ღირებულება: 60 ლარი (თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.)

პროგრამის ხანგძლივობა: ერთი ტრენინგ დღე (6 საათი)

რეგისტრაციიისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072