წერის ინოვაციური მეთოდები დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები)

დემოკრატიის ინსტიტუტი გთავაზობთ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მოკლევადიან

ტრენინგ-პროგრამას : წერის ინოვაციური მეთოდები დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები)

სკოლაში ვიზიტით ან ვიზიტის გარეშე

ტრენინგ-პროგრამა მომზადებულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) ფარგლებში შემუშავებული პროგრამების, სწავლების მეთოდების და სტანდარტების გათვალისწინებით.

მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის პედაგოგები, განათლების სპეციალისტები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ინოვაციური მეთოდები.

ტრენინგ-პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს დაწყებით საფეხურზე წერის მეთოდების სწავლების დანერგვას .სამოდელო გაკვეთილებში მონაწილეობის გზით მსმენელი მიმოიხილავს და გაიაზრებს წერის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას მრავალფეროვანი მეთოდებისა და რესურსების გამოყენებით. გაეცნობა ძირითად აქტივობებს, მეთოდებს, რესურსებს. შეძლებს წერის შესწავლის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზებას, ეფექტური სასწავლო რესურსების დამზადებას წერის სწავლებისათვის.

მთავარი საკითხები: წერის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთერთი საკვანძო კომპონენტია.მოსწავლეს უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახის ტექსტის შექმნა, შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა, საკუთარი მოსაზრებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა წერილობით, წერის სტრატეგიების გამოყენება, წინადადების გამართულად აგება, პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა და სხვ. აღნიშნული მიზნების განხორციელებაში მასწავლებელს დაეხმარება შემდეგი სტრატეგიები: წერა ბარათის მიხედვით, ხუთსაფეხურიანი წერა, წერის ექვსი ასპექტი, ლექსიკური ერთეულებით ამბის შეთხზვა და დასათაურება, 12-სიტყვიანი რეზიუმე, სამწუთიანი წერა, ქარგები, ხუთსტრიქონიანი ლექსი და მისი ვარიაცია ბრილიანტი და სხვ. გათვალისწინებულია აღნიშნული აქტივობების გამოყენება-მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფში.

ხანგრძლივობა: 2 დღე, 10 საკონტაქტო საათი.

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ვიზიტის გარეშე: 120 ლარი

ტრენინგის ღირებულება სკოლაში ორი ვიზიტით 180 ლარი.

რეგისტრაციისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები ☟

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072