VII-XII კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი

,,დემოკრატიის ინსტიტუტი” გთავაზობთ VII-XII კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამისთვის მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

მიზნობრივი ჯგუფი: VII-XII კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

პროგრამის აღწერა: VII-XII კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა მოიცავს აღნიშნული კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

ძირითადი საკითხები:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნები;
  • საგნის სწავლებისთვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  • უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება;
  • სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;
  • ზოგადი ცნობები ენის შესახებ;
  • ფონეტიკა; მორფოლოგია; სინტაქსი; ლექსიკოლოგია; სტილისტიკა; ლიტერატურისმცოდნეობითი ტერმინები;
  • ქართული მწერლობის განვითარების პერიოდების მიმოხილვა;

პროგრამის ხანგრძლივობა - 40 საკონტაქტო საათი

კურსის ღირებულება: 250 ლარი(თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.)

ტრენერი - ნატო ურუშაძე. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (GPRIED) ტრენერი. ასწავლიდა ბათუმის უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში, ასევე სასწავლო ცენტრ ,,NEO”-ში. 2010 წლიდან გახლავთ ბათუმის №2 საჯარო სკოლის სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი.

ნატო ურუშაძე არის არაერთი ნაშრომის ავტორი, კოლეჯის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

რეგისტრაციიისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072