VII-XII კლასების სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი

დემოკრატიის ინსტიტუტი გთავაზობთ VII-XII კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამისთვის მოსამზადებელ ტრენინგ კურსს სამოქალაქო განათლებაში.

მიზნობრივი ჯგუფი: VII-XII კლასების სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

პროგრამის აღწერა: VII-XII კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა მოიცავს აღნიშნული კლასების სამოქალაქო განათლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.
ძირითადი საკითხები:

  • სამოქალაქო განათლების დანიშნულება და საფუძვლები;
  • სამოქალაქო განათლების მიმართულებები და კომპონენტები;
  • სამოქალაქო განათლების ძირითადი მეთოდები და რესურსები;
  • სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები;
  • სამოქალაქო განათლების ინტერდისციპლინარული ხასიათი და ასაკობრივი განვითარება;
  • საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება;
  • საგნობრივ შედეგებზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა;
  • მოსწავლეთა შეფასება სამოქალაქო განათლებაში. შეფასების სქემები/რუბრიკები.

პროგრამის ხანგრძლივობა - 40 საათი

კურსის ღირებულება - 250 ლარი (თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.)

ტრენერები:

  • რევაზ ოკუჯავა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელი. ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერი. საგანმანათლებლო პროგრამა „კარლ პოპერის დებატების“ მასწავლებელი.
  • მადონა მიქელაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სამოქალაქო განათლების ტრენერი

რეგისტრაციისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072