ბიძინა ჯიბლაძე

ტრენერიe.mail: bid310374@gmail.com

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობებით: ეპიდემიოლოგია, პროფპათოლოგია, ჰიგიენა. მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის კვალიფიკაცია.
1998 და 2003 წლებში გაიარა სახელმწიფო სერტიფიკაცია და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საბჭოს და სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის ჰიგიენისტ-ეპიდემიოლოგის კვალიფიკაცია.
1998 წლიდან მუშაობდა ექიმ-ეპიდემიოლოგად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის რაიონულ ცენტრში, 1999 – 2006 წლებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციაში ჯერ სანიტარიული განყოფილების გამგის, ხოლო შემდგომ ინსპექციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
2006-2011 წლებში აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში, მთავარი სპეციალისტი იყო.
2014 წლიდან დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორად მუშაობს.