მირანდა გორგილაძე

ტრენერიe.mail: mirandagorgiladze@yahoo.com

აგრარულ მეცნიერებათა და ბიოლოგიის დოქტორი (ბსუ). 2012 წლიდან ლექციებს კითხულობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტებში.
2008-2013 წლებში მუშაობდა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სურსათის ექსპერტად.
კვალიფიკაცია აქვს ამაღლებული არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში (საბერძნეთი, იტალია, უკრაინა), არის რამდენიმე წარმატებული პროექტის ავტორი. მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია ინფაქტ-ფაქტორის მქონე მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სასურსათო უსაფრთხოება, ფალსიფიკაციის პრობლემების გამოვლენა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევა, სასურსათო მიკრობიოლოგია, ზოგადი ტექნოლოგიური საფუძვლები, კომპიუტერული ტექნოლოგიები და სხვა.