ნატო ურუშაძე

ტრენერიe.mail: nataliaurushadze@gmail.com

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ასწავლიდა ბათუმის უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში, სასწავლო ცენტრ ,,NEO”-ში. 2010 წლიდან სერთიფიცირებული, ბათუმის #2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელია.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, არის კოლეჯის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თანაავტორი.
2013 წლიდან საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (GPRIED) ტრენერია. მონაწილეობს საგრანტო პროექტებსა და კონფერენციებში.
გავლილი აქვს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC)“ ტრენერთა ტრენინგი.