პაატა აროშიძე

ტრენერიe.mail: aroshidze@list.ru

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. უნივერსიტეტში 1999 წლიდან მუშაობს. კითხულობს სასწავლო კურსებს: მენეჯმენტის საფუძვლები, საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე მეთოდები, მეცნიერების მენეჯმენტი.
1999-2004 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად. 2004 წლის მაის-სექტემბერში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბათუმის საოლქო-საგადასახადო ინსპექციის უფროსი, 1999 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია, მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე სამეცნიერო კონფერენციაში, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციებში. არის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის «Молодой ученый»-ს სარედაქციო საბჭოს წევრი (http://moluch.ru/board/).
მოსმენილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები, მათ შორის: ინტეგრირებული განათლება, ტრენერთა გადამზადება, ეკონომიკური სისტემები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ა.შ.