რუსუდან გუგეშაშვილი

e.mail: ltavdgiridze@gmail.com

პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1989 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ოთხი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. კითხულობს სასწავლო კურსებს: განვითარებისა და სწავლის თეორიები, პედაგოგიკა, სწავლება/სწავლის სტრატეგიები, ინკლუზიური განათლება, შესავალი განათლების კვლევაში.
2009 წლიდან დღემდე არის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულების ტრენერი მოდულებში „პროფესიული უნარები“ და „ინკლუზიური განათლება სასკოლო საფეხურზე“. 2014 წლიდან - ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი. ჩართულია რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტში. აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ასწავლიდა საგანს - ფიზიკა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ეკოლოგიური აღზრდა-განათლება საბუნებისმეტყველო ციკლის საგნებში“.
გამოქვეყნებული აქვს 73 ნაშრომი, ერთი მონოგრაფია „ეკოლოგიური აღზრდის საკითხები“ და დამხმარე სახელმძღვანელო „სტუდენტთა საუნივერსიტეტო სწავლებისა და აღზრდის საკითხები“. მონაწილეობა აქვს მიღებული 69 ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, სსსმ მოსწავლეთა სპეცმასწავლებლის სტანდარტის შემუშავებაში, პესტალოცის პროგრამის სამუშაო ვორქშოპში „მასწავლებელთა განვითარება და კარიერული ზრდა“.
მოსმენილი აქვს 24 ტრენინგი, მათ შორის - ასოციაციის „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტირებული პროგრამების სამუშაო ვორკშოფი და მწვრთნელის მოსამზადებელი ტრენინგები; ქალაქ ჩიკაგოში ლიდერობის ცენტრში, ღია მსოფლიოს პროგრამით გაეცნო მასწავლებელთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სისტემას აშშ–ში. იყო საზაფხულო სკოლის - „ინკლუზიური სკოლა და სასკოლო პრაქტიკა“ ტრენერი.