თამარ ბერძენიშვილი

ტრენერიe.mail: tekla-beridze@mail.ru

2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობებით: ეპიდემიოლოგია, პროფპათოლოგია, ჰიგიენა და ჯანდაცვის ორგანიზაცია. მიენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ექიმის კვალიფიკაცია. იმავე წელს სწავლა გააგრძელა რეზიდენტურის პროგრამით დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ცენტრში და პარალელურად, ექიმ-ეპიდემიოლოგად რეგიონულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში მუშაობდა.
მინიჭებული აქვს-ექიმი ეპიდემიოლოგის კვალიფიკაცია - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საბჭოს და სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.
2006-2011 წლებში მუშაობდა აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2011 წლიდან დღემდე, მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორად.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: ,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით მიმდინარე ეპიდზედამხედველობის შესახებ’’ და ,,წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტის მდგომარეობა გურია-იმერეთის მოზრდილ მოსახლეობაში’’.
სწავლებები საზღვარგარეთ:
,,EUROPEAN COMMISSION’’ BTSF - ბიოწარმოება - პოლონეთი, ვარშავა, მარტი 2015 წელი;
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკვებისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი, სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ტექნოლოგიები განვითარებადი ქვეყნებისათვის, აპრილი-ივნისი 2011 წელი;
დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, აპრილი 2006 წელი;
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, იანვარი-თებერვალი 2006 წელი.