CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, დამსაქმებელთან კომუნიკაცია (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა)

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 დღე (10 საათი)
მიზნობრივი ჯგუფი: აჭარაში მცხოვრები ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები.
ტრენინგ-პროგრამა მოიცავს CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე დამსაქმებელთან პირველი კომუნიკაციისათვის (გასაუბრება) მომზადებას.

სწავლების მეთოდი: გამოცდილების გაზიარება, როლური თამაშები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, ასევე დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში განაცხადის შევსებით.

მისამართი: ქ.ბათუმი: ჭავჭავაძის ქ №107
ტრენინგი დაგეგმილია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“.

ტრენინგი ჩატარდება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს სარეგისტრაციო ფორმა