ინგლისური ენის კურსი

პროგრამის ხანგრძლივობა: სამი თვე (50 საათი)

მიზნობრივი ჯგუფი: აჭარაში მცხოვრები ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები.

ტრენინგ-პროგრამა:

მისალმებისა და დამშვიდობების ფორმები, ელემენტარული ლექსიკური მარაგის შეძენა, სიტუაციური დიალოგებით ტექსტის აწყობა, მინი ლექციებისა და კომპიუტერული პროგრამების საშუალებით გაცნობისათვის საჭირო დიალოგების წარმართვა.

პროგრამის მიზანი: მსმენელებმა შეიძინონ დასაქმებისთვის საჭირო ელემენტარული ლექსიკური მარაგი.

მისამართი: ქ.ბათუმი:ჭავჭავაძისქ.№107

ტრენინგი დაგეგმილია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

ტრენინგი ჩატარდება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს სარეგისტრაციო ფორმა