სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჰიგიენის ზოგადი ასპექტები

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 დღე (5 საათი)

მიზნობრივი ჯგუფი: აჭარაში მცხოვრები ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები.

ტრენინგ-პროგრამა:

  • სურსათის უვნებლობის მართვის ეფექტური სისტემის დანერგვის, პრინციპის ,,მინდვრიდან სუფრამდე’’ გაცნობა;
  • „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების და საკანონმდებლო ბაზის გაცნობა;
  • თაფლის ტექნიკური რეგლამენტი;
  • თხილის დეზინფექციის, პროდუქტის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • აგროპროდუქციის პირველადი წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, ექსპორტის სავალდებულო მოთხოვნების გაცნობა;
  • მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების, თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან მინიმუმამდე დაყვანის პრევენციული ღონისძიებების შესწავლა.

მისამართი: ქ.ბათუმი:ჭავჭავაძისქ.№107

ტრენინგი დაგეგმილია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.

პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“.

ტრენინგი ჩატარდება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს სარეგისტრაციო ფორმა