საერთაშორისო კვლევებით, მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების 20%-ს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება. ძირითადი ნიშნები 24 წლამდე ასაკში ვლინდება.
რა პროგრამები უნდა განხორციელდეს ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და რა სერვისები არის ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში - ამ თემაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ორგანიზებით ბათუმში შეხვედრა-დისკუსია შედგა.
პროფესორმა ჯანა ჯავახიშვილმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მახაშვილმა ისაუბრეს ფსიქოაქტიური საშუალებების პრევენციაზე, ეროვნულ სრტატეგიასა და არსებულ გამოწვევებზე.
ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოზარდების მიმართვიანობა დიდია. ამ მიზნით გაერთიანდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დაიწყეს ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის განხორციელება - „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“.
პროექტის მიზანია:
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ გუნდი პირველ ეტაპზე ჩაატარებს კვლევას და გამოავლენს მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელზეც შემდგომ ადვოკატირებასაც განახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. მარინა ზანაქიძის ინფორმაციით, სამინისტრო აფინანსებს ბავშვთა ფსიქოსომატურ აბილიტაცია/რეაბილიტაციას, უზრუნველყოფს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს საცხოვრისით. მიმდინარე წელს ამოქმედდა ახალი პროგრამა, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე ბენეფიციარების სტაციონარული მომსახურება.
სამინისტრო მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა ახალ ინიციატივას, რომელიც მორგებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე.
ასევე შეხვედრას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, რომელმაც აღნიშნული პროექტით დაინტერსება გამოხატა და ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
დისკუსიაში ჩართული იყვნენ „სინერგიას“ ფსიქოლოგები, უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურის, ბავშვთა ზრუნვის სამსახურის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, აჭარაში მოქმედი არასამთავრობო და ამ თემით დაინტერესებული სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები.
ამ შეხვედრით შედგა ბათუმში პროექტის პრეზენტაცია. ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის პროგრამები და ღონისძიებები ჩატარდება თბილისში ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, გორსა და მარნეულში. სრულ ინფორმაციას ვებ გვერდზე ნახავთ ➡ http://bit.ly/3JweC7y
პროექტი სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად.
Global Initiative on Psychiatry -Tbilisi
European Union in Georgia
#EU4Georgia