გუგული გორგილაძე სტარტაპ გრანტების კონკურსის გამარჯვებულია

გუგული გორგილაძე სტარტაპ გრანტების კონკურსის გამარჯვებულია

ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, 106 ა - ამ მისამართზე ჩვენს ქალაქს ახალი ატელიე შეემატა
გუგული გორგილაძე სტარტაპ გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გუგული პროფესიით ტრადიციული ქართული სამოსის დიზაინერია, წლებია თავისი პროფესიით სხვადასხვა დიზაინერთან მუშაობს. კმაყოფილი მომხმარებლების და დაგროვილი გამოცდილების შემდეგ, პანდემიის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება საქმიანობა დამოუკიდებლად განეგრძო.
გაიგო სტარტაპ გრანტების კონკურსის შესახებ გამოგვიგზავნა განაცხადი, გაიმარჯვა, აიხდინა ოცნება და უკვე ატელიეში თავის პირველ მომხმარებლებს მასპინძლობს.
თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა პროექტში ჩასართავად თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/iodpage

"უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) - პროექტს, ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი" (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.