ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმებაა

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმებაა

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე ➤ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ➤ განათლების დაბალი მაჩვენებელი ➤ პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტი და ა.შ

კვლევის მიხედვით, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს ეხება (გამოიკითხა 291 მსჯავრდებული) უმრავლესობას მხოლოდ საშუალო და საბასიზო განათლება აქვს მიღებული, ძალიან მცირე ნაწილს აქვს მიღებული პროფესიული განათლება და დაუფლებულია ხელობას, რაც მათთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.

ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად არ ან ვერ იღებენ განათლებას, მიზეზად ნასამართლობას, ახალი პროფესიის ათვისებისადმი დაბალ ინტერეს ასახელებენ.

კითხვაზე, თუ მოგეცემათ განათლების მიღების შესაძლებლობა ახალი პროფესიის დაუფლების ან არსებულში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რა ტიპის სწავლებაში მიიღებდით მონაწილეობას, 48,7%-მა უპასუხა, რომ ისურვებდა ხანმოკლე პროფესიული კურსების გავლას 6 თვემდე ვადით, 42.9% - ისათვის ასევე სასურველია მოკლევადიანი ტრენინგები, რომელთა ხანგრძლივობა 1-2 კვირაა. გამოკვეთილ კურსთა შორის ყველასათვის წამყვანია საოფისე პროგრამები.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულ პატიმართაგან არავის მიუმართავს განათლების სამინისტროსთვის სწავლის გაგრძელების თაობაზე. მათგან 93,9%-ს საკუთარი სურვილით არ განუხორციელებია მიმართვა, 6,1% კი მიუთითებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი შესაძლებლობის არსებობის შესახებ. (კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-მ)

დასაქმების პრობლემასა და ციხიდან გათავისუფლებული პირებისთვის პროფესიული გადამზადების კურსების მნიშვნელობაზე საუბრობენ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარები. ზოგიერთი ბენეფიციარისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა რეაბილიტაციის პროცესი, მათ ვერც დასაქმება შეძლეს, რადგან საშუალო განათლებითა და დაბალი კვალიფიკაციით, რასაც დამსაქმებლების უნდობლობა ემატება, სამუშაოს მოძიებას ვერ ახერხებენ.

"დემოკრატიის ინსტიტუტი" 2017 წლიდან ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რომლის ფარგლებში ბენეფიციარებს ხელი ეწყობათ დასაქმებასა და გადამზადებაში.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61