მარტოხელა მოხუცი შვილის შეწყალების მოლოდინში

მარტოხელა მოხუცი შვილის შეწყალების მოლოდინში

მარტო დარჩენილ 82 წლის მოხუცს ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევს. მეუღლე წლებია გარდაცვლილი ყავს, ერთადერთი შვილი კი უკვე მეორედ მოხვდა საპატიმროში.

ოჯახი, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს სოციალურად დაუცველია, მაგრამ დაბალი სარეიტინგო ქულის გამო, ფულად კომპენსაციას ვერ ღებულობს. ოჯახის უფროსი ხანდაზმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მას მხედველობის პრობლემები აქვს. ერთადერთი შემოსავალი ასაკობრივი პენსიაა, რასაც თვეებია აგროვებს და შვილს უგზავნის. ამბობს, რომ მასთან შეხვედრას ფიზიკურად ვერ ახერხებს და მხოლოდ ამგვარად იხდის მშობლის ვალს.

თავად ახლო ნათესავებისა და კეთილი ადამიანების იმედად ცხოვრობს. ყოველდღიურად საჭირო პროდუქტისა და მედიკამენტების ყიდვას იშვიათად ახერხებს, საკვები ძირითადად მეზობლებსა და ახლო ნათესავებს მიაქვთ. ხანდაზმული მცირემხედველობის გამო, ვერც საოჯახო საქმეებს აკეთებს. შვილის დახმარება და გვერდში დგომა ყველაზე მეტად ახლა სჭირდება, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს, რომ პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება და ოჯახს დაუბრუნდება.

ხანდაზმული და მისი შვილი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაშია“ ჩართული. იმერეთში პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ფონდი აფხაზინტერკონტის“ მხარდაჭერით, მას მხედველობის გამოკვლევა ჩაუტარდა, ორგანიზაციამ, ასევე ექიმის მიერ დანიშნული სათვალე და მედიკამენტები შეუძინა. პროგრამის დახმარებით ოჯახს პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთებიც გადაეცა.

თუმცა, 82 წლის მარტოხელა მოხუცს ყველაზე მეტად შვილის გვერდით ყოფნა სურს. დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტის დახმარებით,შეწყალების დოკუმეტი მომზადდა, თუმცა ამ ეტაპზე უარი ეთქვა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.