ვროკავშირის პროექტმა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობის და მიზნების ადამიანები გააერთიანა.
პროექტი SECTORs დასასრულს მიუახლოვდა. შედეგები შევაჯამეთ.
ეს დღე როგორც პროექტის მონაწილეებისთვის, ასევე განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის სასიამოვნოდ ემოციური იყო. საზოგადოებას გავუზიარეთ ისტორიები, რომლის მონაწილეებსაც ვერ წარმოედგინათ, ჰობად ქცეულ ხელსაქმეს ბიზნესად თუ აქცევდნენ.
დემოკრატიის ინსტიტუტის გუნდი პერიოდულად გიყვებოდით პროექტის მონაწილეების შესახებ, რომლებსაც ჰქონდათ იდეა , პროფესიული უნარები, თუმცა არ მიუწვდებოდათ ხელი საგანმანათლებლო და ფინანსურ რესურსებზე.
პროექტის დახმარებით, ზეინაბმა მიიღო პროფესიული ცოდნა და თავის სოფელში გელ-ლაქის სალონი გახსნა, მარინემ თავისი საყვარელი საქმე პროფესიად აქცია და უკვე მის მიერ დამზადებულ საყელოს სხვადასხვა თაობის ადამიანი ატარებს... შეხვედრაზე არაერთი შთამბეჭდავი წარმატების, გამარჯვების ისტორია მოვისმინეთ.
პროექტი SECTORS – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” ოთხი ორგანიზაციის ინიციატივაა და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინიციატივის ფარგლებში:
გაიცა 10 ქვე-გრანტი და დაფინანსდა 17 სტარტაპი
ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია.
პროექტის თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს კი მადლობას ვუხდით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
პროექტს "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORs), ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.