სამეწარმეო უნარების ტრენინგები დასასრულს მიუახლოვდა

სამეწარმეო უნარების ტრენინგები დასასრულს მიუახლოვდა

სამეწარმეო უნარების ტრენინგები დასასრულს მიუახლოვდა.
☑დღეს, მონაწილეებს ბიზნესის მართვის ფინანსურ დეტალებზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფინანსური მენეჯერი - ნინო კვაშილავა ესაუბრა
☑დღის მეორე ნაწილში- თორნიკე მახარაძემ ტრენინგების შედეგები შეაჯამა, დარჩენილ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეების კითხვებს უპასუხა
✅აღნიშნული ტრენინგით საგრანტო კონკურსის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა.
28 აპრილიდან- 12 მაისის ჩათვლით, ჩვენი კონკურსის შერჩეული მონაწილეები სამეწარმეო განათლებაში ინტენსიურ კურსს გადიოდნენ , კვალიფიციურ გამოცდილ ტრენერებთან
ამით ჩვენი თანამშრომლობა არ სრულდება, ტრენინგების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინდივიდუალურ კონსულტაციებს გავუწევთ მონაწილეებს

მანამდე , შერჩეულმა კონკურსანტებმა გაიარეს ბიზნეს იდეის წარდგენა, გასაუბრება- მონიტორინგის ეტაპები.
ახლა კი ველოდებით კონკურსანტებისგან ბიზნესგეგმებს, რაც იმას ნიშნავს რომ სულ მალე გვეცოდინება საგრანტო კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა.
"დემოკრატიის ინსტიტუტის" გუნდი წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ კონკურსანტს


"უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) - პროექტს, ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი" , "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.