სამუშაო შეხვედრა აჭარის მუნიციპალიტეტებში

სამუშაო შეხვედრა აჭარის მუნიციპალიტეტებში

ხულოში, შუახევსა და ქედაში „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში ინიცირებული პეტიციების განხილვის შედეგები, დღემდე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. ასევე, 2017 წელს წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების საკითხი და დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ არსებული ხარვეზები.

მხარეებმა ისაუბრეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დანერგილი პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზე. ამ სერვისის შესახებ მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობის, იმ მუნიციპალიტეტებისთვის კი რომელსაც ეს სისტემა ჯერაც არ დაუნერგავს, დანერგვისა და საკუთარ ვებ-გვერდებზე ადაპტირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დემოკრატიის ინსტიტუტის რეკომენდაციებს საკრებულოს რეგლამენტში დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ.


შეხვედრის ბოლოს საკრებულოების წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მზადყოფნა პეტიციების ინსტრუმენტის სისტემური გაძლიერების და პეტიციების განხილვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში უკვე დაფიქსირდა პრეცენდენტები მოსახლეობის მიერ პეტიციების დამოუკიდებლად ინიცირების თაობაზე.