სტაჟირების პროგრამა დემოკრატიის ინსტიტუტში ● ნინო ნაკაშიძე
ნინო ნაკაშიძე "დემოკრატიის ინსტიტუტის" სტაჟირების პროგრამის კიდევ ერთი წარმატებული მონაწილეა.
17 წლის გათხოვდა. დიდი ოჯახი ჰყავს. საფირმო კერძების შექმნა და ქართულ სამზარეულოში ახალი გემოების აღმოჩენა სიამოვნებას ანიჭებს. წლების შემდეგ გადაწყვიტა, მზარეულის უნარები უფრო დიდ სამზარეულოში გამოიყენოს და თავისი შემოსავალი ჰქონდეს.
ნინო ახლა რესტორან „ბათუმარანში“ მზარეულის პროფესიას ეუფლება. მარგარიტას მსგავსად, ჩვენ შესახებ ინფორმაცია, ინტერნეტ სივრცეში იპოვა, მოგვწერა, შემდეგ განაცხადი გამოგვიგზავნა, გასაუბრებაც გაიარა და უკვე, აქტიურადაა სარესტორნო საქმეში ჩართული.
როგორც ნინო ამბობს, „რესტორანში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ ყველაფერი სწრაფად ხდება, ჩემი თავი აქამდე სწრაფი მეგონა, თუმცა აქ სხვა რიტმია, მას არ უნდა ჩამორჩე". სირთულეები არ აშინებს, ფიქრობს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და შემოსავალი.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ნინოს წამოწყებას და წარმატებებს უსურვებს.
პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs", დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და „ათინათთან“ პარტნიორობით.
