ვან გოგი და ლადო გუდიაშვილი გამორჩეულად უყვარს. ხუთი წლიდან ხატავს, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ ზეთით, გუაშით, ნახშირით, აკრილით მუშაობს. საპატიმროში ყოფნისას, სადაც საღებავები არ იყო ასანთით ხატავდა მუყაოსა და კედლებზე. ციხიდან ნახატებს არ ატანდნენ და იქვე ჩუქნიდა პატიმრებს.
მიშა ვაზაგაშვილი სასჯელს თითქმის 3-წელწადნახევარი იხდიდა.
„ციხის წლები? ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვისთვის როგორ, მაგრამ ციხე ჩემთვის ფსიქოლოგიური ტრავმა იყო, არ მინდა გახსენება. 2018 წლის ივნისში გავთავისუფლდი. ხატვა მსიამოვნებს, ამ დროს სხვაგან ვარ. ადრე ქედაში ჩოგბურთის კორტები იყო, ორი წელი ვთამაშობდი, 35 ბავშვს ვავარჯიშებდი… ახლა აღარ“, – ამბობს მიშა.
ახლა მხატვართა კავშირის წევრია, მხატვრები თვეში ერთხელ იკრიბებიან და გამოფენებს გეგმავენ, მიშას პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია, თუმცა სამომავლოდ ამაზეც ფიქრობს.
გათავისუფლების შემდეგ დასაქმება ყოფილი პატიმრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, გამონაკლისი არც მიშა ვაზაგაშვილია, ამჯერად სტაბილური სამსახური არ აქვს.
,,ბულვარში ვხატო? იცით რამდენი მხატვარია ბათუმში?…
ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ. რატომ? არ ვიცი, უცნაურად მეჩვენებიან, ბათუმიც სხვანაირია უკვე, მიყურებენ როგორც ციხიდან გამოსულს, ამას ვგრძნობ… მაგრამ ახლობლების და ნათესავებისთვის ასე არ არის. სხვები არ მაინტერესებს“ – ამბობს მიშა.
ძირითადად შინ ხატავს. მოლბერტი, პალიტრა, საღებავები და ფუნჯები – ცოტა ხნის წინ დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მიშას ხატვისთვის საჭირო ნივთები და მასალები გადაეცა. პროგრამის მიზანი ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია – რესოციალიზაციაა.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".
პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:
"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44
"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26
"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78
"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61