დემოკრატიის ინსტიტუტის გუნდი გიზიარებთ სასიხარულო ამბავს ჩვენი პროექტის მონაწილის შესახებ.
გიყვებით ზეინაბის ისტორიას.
ზეინაბ თურმანიძე სტარტაპ გრანტების კონკურსის გამარჯვებულია,
პირველად ის დემოკრატიის ინსტიტუტის „ქოუჩინგის“ პროგრამის დროს გავიცანით.
პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართვის დროს გავიგეთ ზეინაბის ინტერესების შესახებ, რომ ის ხელით ქსოვს ულამაზეს ყვავილებს და ქმნის სხვადასხვა საოჯახო დეკორაციას და დაინტერესებული იყო მანიკურის დიზაინით, სურდა სპეციალისტი გამხდარიყო. (შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ▶
https://www.facebook.com/iodpage/videos/618290889575484/ )
შედეგად, ზეინაბი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში, მიიღო პროფესიული გამოცდილება, მას სტაჟირების პერიოდშივე ჰყავდა კმაყოფილი მომხმარებლები და სურდა ჰქონოდა თავისი სალონი. პროფესიული სტაჟირების მხარდაჭერა კი აჭარის დასაქმების სააგენტომ განახორციელა.
ზეინაბმა სტაჟირების პროგრამის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის ინსტიტუტის სტარტაპ გრანტების კონკურსში, შერჩეულ მონაწილეებთან ერთად გაიარა სამეწარმეო განათლებაში ინტენსიური კურსიც. საბოლოოდ კი გაიმარჯვა და უკვე სტარტაპერია.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ზეინაბს დროებით სარგებლობაში გადაეცა ფართი. სტარტაპ გრანტების კონკურში მიღებული გრანტით კი შეიძინა საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი.
ზეინაბის ისტორია ნამდვილად წარმატების ისტორიაა.
პროექტს "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS), ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.