რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება
სასოფლო საავტომობილო გზა მეზობლებმა წლების წინ გადაკეტეს და ოჯახს გზით სარგებლობის უფლება აუკრძალეს, მას შემდეგ ხანდაზმულს ცხოვრება მძიმე ტვირთად აწევს. მეზობლებთან მოლაპარაკება არაერთხელ სცადა, მაგრამ ამაოდ.
ტურნირში მონაწილე გუნდებმა გონიოს ციხესიმაგრე და ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს, ასევე მოეწყო მცირე ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
ოჯახური მცირე საწარმო ნელ-ნელა გაძლიერდა, მამა-შვილიმა ხელსაქმე ერთად კარგად ააწყეს, მაგრამ ბენეფიციარის სახელოსნო რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ დააზიანა.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ქედის კულტურის სახლში
არასდროს წარმოედგინა, რომ ოჯახის შექმნის სურვილი ნასამართლობის მიზეზი გახდებოდა. საყვარელი გოგოს მოტაცების გამო, 20 წლის ს.ბ.-ს სასამართლომ 5 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბენეფიციარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დასაქმება ვერ შეძლო. დახმარებისთვის გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს მიმართა, სადაც თვითდასაქმების შესაძლებლობა მიეცა.
დღის თითქმის სრულ ნაწილს, ვენახში ატარებს. უვლის, როგორც საკუთარ შვილს, ცდილობს არაფერი მიაკლოს, რადგან იცის, რომ კარგი მოვლა ბოლოს შედეგს გამოიღებს. იხსენებს, რომ წლებთან ერთად ძალიან უჭირდა მოძველებული შესაწამლი აპარატის ტარება, რომელიც მძიმე და მოუხერხებელი იყო. წამლის გაფრქვევაც შედარებით ნაკლები ჰქონდა. სიძველის გამო ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა. დრომ ახალის შეძენის საჭიროება მოიტანა.
ავტომობილების შეკეთება წლების წინ დაიწყო, ხელობა მამისგან შეისწავლა. ამბობს, რომ ეს მისი ინტერესის სფერო იყო. ნ. გ პრობაციონერია, ის ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში ავტოპროფილაქტიკის საჭიროება ყოველთვის იყო, თუმცა ავტომობილების სიმრავლესთან ერთად საკითხის გადაჭრის აუცილებლობა უფრო მეტად გამოიკვეთა.
პროფესიული სწავლება-გადამზადება და თვითდასაქმება - ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რომლებსაც ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს დემოკრატიის ინსტიტუტი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „თანაზიარი“, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ სთავაზობს.