ჩვეულებისამებრ მისი დილა მაშინ იწყება, როცა სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ. საოჯახო საქმეებს, რომ მოითავებს, შემდეგ მისივე თქმით ცხოვრების მეორე ეტაპს იწყებს.უკვე წელიწადზე მეტია მისთვის მეორე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ადგილს ეს პატარა საცხობი წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს სხვადასხვა ჯიშის ბოცვერი და საკვები შევუძინეთ. მისგან იმდენად დიდი იყო ფერმის მოწყობის სურვილი, რომ ჩვენც დავინტერესდით იდეის განხორციელებით
“სამზარეულოში ფუსფუსი ჩემთვის დიდი სიამოვნება და ერთგვარი ჰობია“-ამბობს 67 წლის ნანა სიხარულიძე. ტკბილეულის ცხობა ახალგაზრდობიდანვე უყვარდა. ამბობს, რომ ზეგავლენა ოჯახმაც მოახდინა. წლების მანძილზე მთავარი სურვილი საკუთარი საკონდიტროს ქონა იყო. საცხობის სადაც, მისი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას შეძლებდა.
„ბუნებას ორი კეთილშობილი მწერი ყავს, აბრეშუმის ჭია და ფუტკარი“-ამბობს 80 წლის რეზო ბაბუ.
მეფუტკრეობას ხელი სწორედ ამ მწერისადმი დიდი სიყვარულის გამო მიჰყო. აღნიშნულით ოჯახის ტრადიციაც აღადგინა და საქმიანობა მალევე შემოსავლის წყაროდ აქცია.
„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტში ერთ-ერთი მთავარი განათლების მიმართულებაა, რაც ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამების შეთავაზებას გულისხმობს.
“ოჯახში მყავს ღმრად მოხუცი მამა (85 წლის), რომელიც ფინანსური პრობლემებიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 3 წელია არ მინახია. პაემანზე ვერ ამოდის და მეზობლები მინახავენ სამადლოდ. ჩემი უდიდესი ტკივილია, რომ მამა მარტოდმარტო იმყოფება ოჯახში, ესაჭიროება წამლები, ნორმალური საკვები.“
უკვე 40 წელია სამკერვალო საქმიანობითაა დაკავებული, კერავს ყველაფერს მისი ფანტაზიით, სხვისი თხოვნით თუ შეკვეთით. ამჟამად აღნიშნული საქმიანობა მისი 5 წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
მეუღლის საპატიმროში მოხვედრის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ოჯახის მთელი ტვირთი მხრებზე დააწვა და არაერთი ფუნქციის შეთავსება მოუხდა.
თავისუფლებაზე წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა გისოსებს მიღმა მრავალი პრობლემა და ცხოვრებისეული სირთულე დახვდა.მომავლის რწმენა არც მაშინ დაუკარგავს. ცხოვრების ახალი ეტაპი მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ერთ პატარა ქოხში, საკუთარი ხელსაქმის იმედად დაიწყო. თორნიკეს ნიჟარებით სუვენირების კეთების 12 წლიანი გამოცდილება აქვს.
ციხიდან გამოსული ბენეფიციარი 59 წლის ასაკში სრულიად მარტო ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე დარჩა. მას სამსახურის ძიება და ცხოვრების თავიდან დაწყება უწევს.