ციხიდან 2012 წელს გათავისუფლდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია ეტაპობრივად შეძლო. საქართველოში თავიდან ვერ დასაქმდა და ავტოსაქმის შესასწავლად ერაყის სპეციალურ სასწავლებელში გაემგზავრა სამი წლით. საქართველოში დაბრუნდა და მეგობრის დახმარებით სახელოსნო მოაწყო, ნელ-ნელა გააფართოვა, დღეს კი სამ ადამიანსაც ასაქმებს და მალე მეოთხე კადრსაც მიიღებს.
ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე ➤ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ➤ განათლების დაბალი მაჩვენებელი ➤პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტი და ა.შ
გასვლითი პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებმა დადიანების სასახლე, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მარტვილის კანიონი მოინახულეს.
გათავისუფლების შემდეგ დასაქმება ყოფილი პატიმრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, გამონაკლისი არც მიშა ვაზაგაშვილია, ამჯერად სტაბილური სამსახური არ აქვს.
ყოფილი პატიმრები მცირე გრანტის ხელშეწყობით საკუთარი ხელობით საქმდებიან. ხეზე კვეთის ოსტატი, მკერავი, ელექტრო შემდუღებელი, სტილისტი, მღებავი და კიდევ სხვა პროფესიის მქონე პირები პროექტის ხელშეწყობით დასაქმდნენ და მცირე გრანტით უკვე არსებულ საწარმოებიც გააძლიერეს.
ტრენინგს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. ზოგიერთ მათგანს წარმატებული ბიზნესი აქვს, მსმენელთა ნაწილი კი სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაშიც ტრენინგი მნიშვნელოვნად დაეხმარება.
რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პატიმრების ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო აქციები და სხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება.
ზოგიერთ ქვეყანაში პენიტენციური სისტემა სწორედ ნორმალიზაციის პრინციპზე დაყრდნობით მუშაობს. იმ პირებს, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს, ხელისუფლება აძლევს რეინტერგაციის გარანტიას.
ვინ იხდის სასჯელს? მე არ ვიხდიდი. ფაქტობრივად, სასჯელს იხდიდა ჩემი ოჯახი, შვილები, დედაჩემი, რომელიც მოდიოდა და საათობით იდგა რიგში, პაემანზე რომ შემოსულიყო ან ამანათი შემოეგზავნა. ვფიქრობ, მათთვის მეტი სასჯელია, ვიდრე პატიმრისთვის.
ლუკამ (სახელი შეცვლილია) კინოთეატრ აპოლოში დღეს მულტფილმი დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იქნება.