აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია გაეწიათ, საჭიროების შემთხვევაში კი ექოსკოპიური და სხვა დამატებითი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდათ.
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტით, გიორგის სამუშაოსთვის საჭირო ხელსაწყოები გადაეცა. 29 წლის ყოფილი პატიმარი რამდენიმე წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ხეზე კვეთა პატიმრობის პერიოდში შეისწავლა.
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეხმაურება ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს
ფოთოლა ლაგვილავა „ფონდ აფხაზინტერკონტის“ ხელშეწყობით „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო და მისივე სურვილით სტაჟირების პროგრამა გაიარა, რომლითაც ხის ჩარჩოებისა და სხვა ნივთების დამზადება შეისწავლა. ყოფილი პატიმარი პერსონალურ გამოფენასაც გეგმავს.
ქაღალდის პარკების მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაჩნდა იდეა, რომ გურიაში „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ბენეფიციარების ჩართულობით, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების სოციალური საწარმო დაარსებულიყო.
საზოგადოებაში არსებული სტიგმა, ნასამართლევი პირების მიმართ დამსაქმებლების უნდობლობა, დაბალი კვალიფიკაცია და სხვა მრავალი მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხშირ შემთხვევაში მუდმივად სამუშაოს მაძიებლები არიან.
პროგრამა დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში მიმდინარეობს და მასში ჩასართავად მსურველებმა უნდა მიმართონ აჭარაში „დემოკრატიის ინსტიტუტს“, გურიაში „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს“, სამეგრელოში „თანაზიარსა“ და იმერეთში „ფონდ აფხაზინტერკონტს“.
პატიმრობა და ციხე რკინის გისოსებთან, მძიმე პირობებთან და სხვა უამრავ პრობლემასთან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოში არსებობს სხვაგვარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც, სადაც პატიმრებს ავიწყდებათ, რომ მსჯავრდებულები არიან.
როგორია სასჯელაღსრულების სისტემა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობაა საპატიმროებში, რა უფლებებით სარგებლობენ პატიმრები და რა სახის სარეაბილიტაციო პროგრამები ხვდებათ მათ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.
საქართველოში დანერგვის პროცესშია ე.წ. გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა, რაშიც იგულისხმება პატიმართა დახმარება და მათთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება, დაკავების დღიდან გათავისუფლებამდე და გათავისუფლების შემდეგ.