• +995 0422 275744
  • #107 Chavchavadze street, Batumi, Georgia | WEBSITE IS UNDER CONSTRUCTION
  • Old Version

ქუჩის ხელოვნება - ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისთვის (EN)

დემოკრატიის ინსტიტუტი, პროექტის ,,გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“ ფარგლებში, აცხადებს იდეების კონკურსს ქუჩის ხელოვნება - ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისთვის.

კონკურსის მიზანია: სკოლის მოსწავლეების მიერ ბულინგის პრობლემის სწორი გააზრება, მის მიმართ შეურიგებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, პრევენციის გზის მოძიება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

თითოეულ მუნიციპალიტეტში, კონკურსში ჩართულ სკოლებს შორის, საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლინდება ქუჩის მხატვრობის ერთი საუკეთესო იდეა. გამარჯვებული იდეის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში შესრულდება თითო ქუჩის მხატვრობა.

კონკურსის ფარგლებში, პროექტის მონაწილე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონკურსო თემაზე უნდა მოიფიქრონ საინტერესო და კრეატიული იდეა, შესაბამისი სლოგანით და წარმოადგინონ ტექსტური სახით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

- კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც ჩატარდა დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები თემაზე - ,,გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“.

- კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს საჯარო სკოლების მოსწავლეებს გუნდებად.

- თითოეული სკოლის გუნდმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო თემაზე (ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია) შექმნილი ქუჩის მხატვრობის იდეა შესაბამისი სლოგანით.

საკონკურსო იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2020 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი. შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@iod.ge

გამოგზავნილ იდეას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: მუნიციპალიტეტის და სკოლის დასახელება, სკოლის წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ნესტან კახაძე- 577 45 25 15; ნინო ხაჩიძე - 577 57 37 75.

კონკურსი ხორციელდება მშვიდობის კორპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“ ფარგლებში.