• +995 0422 275744
  • #107 Chavchavadze street, Batumi, Georgia | WEBSITE IS UNDER CONSTRUCTION
  • Old Version

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი "წერის მეთოდები" (EN)

დემოკრატიის ინტიტუტი“ გთავაზობთ ტრენინგს თემაზე - ,,წერის მეთოდები“

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის პედაგოგები; განათლების სპეციალისტები; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ისინი, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს წერის სტრატეგიები და დაეუფლოს მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.

პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ მასალას წერის სხვადასხვა მეთოდის, მათი ძლიერი მხარეების შესახებ, ასევე წერის სტრატეგიებთან დაკა­ვში­რებული კომპ­ლექსური სი­ტუ­ა­ცი­ების ანალიზს. პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს პედაგოგიური სიტუაციების და თეორიული მასალის ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკე­თებას; წერის სხვადასხვა მეთოდებით მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და წარმართვას;

მთავარი საკითხები: სწავლება/სწავლის თანამედროვე მიდგომები; სწავლების მეთოდების მნიშვნელობა; წერის სტრატეგიები, რომელიც გვეხმარება ნააზრევის ფურცელზე თავისუფლად გადატანის, წერისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში. წერა თავისთვის; „თავისუფალი წერა“, „ხუთსტრიქონიანი ლექსი“; “მაგიდის გარშემო წერა”; “საავტორო სკამი”; „ასოციაციური კავშირები“; სტრატეგია- “როლი, აუდიტორია, ფორმატი, თემა” (რაფთ); „პირამიდული ისტორია“ ; „კუბის მეთოდი“; სტრატეგია „3,2,1“.

ტრენინგის ხანგრძლივობა: ერთი ტრენინ დღე ( 6 საათი)

კურსის ღირებულება: 60 ლარი (თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.)

ტრენერი - ლელა თავდგირიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი. არის ოთხი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. კითხულობს სასწავლო კურსებს: „განვითარებისა და სწავლის თეორიები“, “პედაგოგიკა”, “სწავლება/სწავლის სტრატეგიები”, „ინკლუზიური განათლება“, „შესავალი განათლების კვლევაში“. 2009 წლიდან დღემდე არის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულების ტრენერი, ასევე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციებისა და ტრენინგების მონაწილე.

რეგისტრაცია ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტის ვებგვერდზე www iod.ge (ტრენინგ-ცენტრი ➤ ფასიანი ტრენინგები ➤ სარეგისტრაციო ფორმა )

გაიცემა სერტიფიკატი

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მობ.: 577 17 37 07

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072