დემოკრატიის ინსტიტუტმა 2009 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში ფილიალი დააფუძნა. დაარსებიდან ფილიალი სათაო ოფისის პარალელურად ადამიანის უფლებების დაცვისა და ადვოკატირების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 2014 წლის ნოემბერში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ქედაში პირველად ამოქმედდა „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“.
ცენტრი ხელს უწყობს:
• ფორმალური განათლების სისტემის გარეთ დარჩენილ პირებს მიიღონ საჭირო განათლება, რაც მათი შემდგომი განვითარების წინაპირობაა;
• საბაზისო განათლების მქონე ზრდასრული ასაკის ინდივიდებს პროფესიული გადამზადების ან ახალი პროფესიების დაუფლების საშუალებას აძლევს;
• ფომალური განათლების არ მქონე ინდივიდების საზოგადოებაში ჩართვას სხვადასხვა აქტივობებით.