ისტორია

"დემოკრატიის ინსტიტუტი" დაფუძნდა 2004 წლის 19 აპრილს. ოფიციალურად რეგისტრაცია გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2004 წლის 5 მაისს.

ორგანიზაცია მუშაობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ასევე აფართოებს რიგ პროგრამებს დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების ტერიტორიაზე.

ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ უმთავრესს ფასეულობებს:
– თავისუფლება, როგორც უმთავრესი ღირებულება;
– ადამიანის უფლებების პატივისცემა;
– თანასწორობა კანონის წინაშე;
– გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
– აქტიური საზოგადოება და სამოქალაქო ჩართულობა.

დემოკრატიის ინსტიტუტი მუშაობს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით:
1. სხვადასხვა მარგინალური თუ უფლებადარღვეული სამიზნე ჯგუფების იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა;
2. კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერა;
3. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

დემოკრატიის ინსტიტუტი საქმიანობს ინტერვენციის სხვადასხვა დონეზე, კერძოდ:

ადამიანის დონე - ეხმარება ადამიანებს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციაში;

ჯგუფების დონე - იცავს სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების ინტერესებს;

ინსტიტუტების დონე - იკვლევს და ხელს უწყობს კარგი მმართველობის პრაქტიკას საჯარო დაწესებულებებში;

პოლიტიკის დონე - ლობირებს დემოკრატული მმართველობის გაღრმავებაზე მიმართულ საკითხებს წარმომადგენლობით და/თუ მმართველობის ორგანოებში.