დავით ანანიძე
დავით ანანიძე პროფესიით იურისტია, დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დირექტორად 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობს. პარალელურად ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ოქტომბრის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. 2015 წელს იყო მთავარი სპეციალისტი ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში. 2014 წლის ოქტომბერ/ნოემბერში მუშაობდა ინსტრუქტორ-კონტროლიორად საქსტატში. იყო ინგლისური ენის პედაგოგი, სოფ. ჯალაბაშვილების საჯარო სკოლაში. 2013/2015 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია აბროგაციის თავმჯდომარე იყო. მისი ჰობია მოგზაურობა.
ელ.ფოსტა: d.ananidze@iod.ge
მადონა ფალავანდიშვილი
მადონა ფალავანდიშვილმა 2015 წელს დაამთავრა ხიჭაურის წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ამჟამად, სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის მიმართულებით. 2015 წლიდან მუშაობს ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ოფის მენეჯერად. უყვარს კითხვა, ბუნება.
ელ.ფოსტა: m.falavandishvili@iod.ge
ია კახიძე
2015 წლიდან მუშაობs “დემოკრატიის ინსტიტუტის” ქედის ოფისში სოც. მუშაკის თანამდებობაზე. მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში. 2013-2014 წლებში მუშაობდა ,,ტელეარხი 25“-ის წარმომადგენლად ქედის მუნიციპალიტეტში.
ელ.ფოსტა: Ia.kahkidze@gmail.com