ტრენინგი პროექტების წერა და ფონდების მოძიების სტრატეგია

ტრენინგი პროექტების წერა და ფონდების მოძიების სტრატეგია

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 2016 წლის 5 და 6 ნოემბერს უკვე მეორედ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროექტების წერა და დაგეგმვა, ფონდების მოძიების სტრატეგია“. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს პრობლემის იდენტიფიცირების მეთოდები, გამოიმუშავეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელზე დაყრდნობითაც შეძლებენ გამართულ და შედეგზე ორიენტირებული საპროექტო წინადადების შემუშავებას. ტრენინგის მთავარი საკითხები იყო: პრობლემების იდენტიფიცირება; ბენეფიციარების განსაზღვრა; პროექტის მიზნები და ამოცანები; სამოქმედო გეგმის შედგენა (პროექტის აქტივობები); პროექტის ბიუჯეტი; ფონდების დაფინანსების მოძიება.
ტრენინგი ჩატარდა ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს