'’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ ’’ევროკავშირის’’ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის (ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში) ფარგლებში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ’’დემოკრატიის ინსტიტუტის’’ მიერ ჩატარებული ტრენინგის (საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა) მონაწილეებისათვის.
კონკურსის მიზანია საოჯახო ბიზნესის წამოწყების მხარდაჭერა ან არსებული ბიზნესის გაძლიერება.
საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს აჭარის რეგიონში მცირე საოჯახო ან/და ინდივიდუალური ბიზნესის წამოწყება/გაძლიერებაზე (მაგალითად: თონე, სახელოსნო და ა.შ.).
კონკურსის ფარგლებში არ განიხილება ისეთი განაცხადები, რომელიც მოიცავს ერთჯერად საქმიანობებს.
მცირე საოჯახო ან/და ინდივიდუალურ ბიზნესად ჩაითვლება განაცხადი, რომლის განხორციელებაშიც უშუალოდ ოჯახის წევრები არიან ჩართული.
საგრანტო თანხა: საოჯახო ბიზნესში ერთ დასაქმებულ ადამიანზე დასაფინანსებელი თანხა შეადგენს არა უმეტეს 500 ლარს. ერთი პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.
პროექტის განხორციელების ძირითადი კომპონენტები გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 3 (სამი) თვის პერიოდზე.
’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ იტოვებს უფლებას, წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით საჭირო ნივთის (ინვენტარი, დანადგარები, აღჭურვილობები და ა.შ.) შესყიდვა განხორციელდეს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სახელით და შემდგომ გადაეცეს განმცხადებელს.
განაცხადის წარდგენის პროცედურა:
„დემოკრატიის ინსტიტუტს“ განაცხადი შეიძლება წარედგინოს ორი ფორმით:
1) განაცხადის წარდგენა ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iod.ge (სათაურში მიუთითეთ: მცირე საოჯახო ბიზნესის განაცხადი). გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოითხოვოთ განაცხადის წარდგენის დადასტურება.
2) განაცხადის წარდგენა დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისებში. მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქუჩა N107 (განაცხადი უნდა ჩაბარდეს მაია საგინაძეს) და დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის 10 (განაცხადი უნდა ჩაბარდეს დავით ანანიძეს)
"დემოკრატიის ინსტიტუტს" უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი (დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად);
- ბიუჯეტი (დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად);
- პროექტის განხორციელებაში მონაწილეთა პირადობის მოწმობის ასლები;
- არსებობის შემთხვევაში, უკვე მოქმედი საოჯახო ბიზნესის ფუნქციონირების დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტომასალა.
საგრანტო განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე.
კონკურსის ფარგლებში ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.
’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენა.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ტრენინგის ხანდაზმულ მონაწილეებს (ასაკი 60+)
დანართების ჩამოტვირთვა: განაცხადის ფორმა
კონკურსის განრიგი:
- საგრანტო კონკურსის გამოცხადება: 2016 წლის 10 ოქტომბერი;
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 28ოქტომბერი, 17:00 საათი;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება: 2016 წლის 10 ნოემბერი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. № 107; დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის 10.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ტელ: (0422) 27-57-44; მობ.: 577 173700;
ელ.ფოსტა: a.lortkipanidze@iod.ge