აჭარის რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის რესურსების და შესაძლებლობების განვითარება
პროექტის დონორი: ევროკავშირი
განხორციელების ადგილი: აჭარის რეგიონი (ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო)
ხანგრძლივობა: 30 თვე (1 მარტი, 2009 – 31 ივლისი, 2011)
პარტნიორი: ქობულეთის იურისტთა ასოციაცია
სამიზნე ჯგუფი:
- აჭარის რეგიონში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრები აბიტურიენტები (სკოლის მოსწავლეები);
- მოქალაქეები, რომლებსაც სურთ შეისწავლონ პროფესია;
- მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ იურიდიული კონსულტაციით და მომსახურებით;
- არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და თანამშრომლები. სამიზნე მუნიციპალიტეტში მოქმედი ბიზნეს–ორგანიზაციების თანამშრომლები და ხელმძღვანელები.
ძირითადი მიზნები:
- აჭარის რეგიონში არასამთავრიბო სექტორის მდგრადი მექენიზმის შექმნა, „ადგილობრივი საგრანტო ფონდი“–ს ამოქმედებით და მისი განვითარების გზით;
- დემოკრატიის ინსტიტუტის ბაზაზე აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში „განათლების და განვითარების ადგილობრივი ცენტრები“–ს ჩამოყალიბება და განვითარება.