არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მოდელის დაარსება ბათუმში
პროექტის დონორი: ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI). გაეროს ბავშვთა ფონდი (unicef)
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
ხანგრძლივობა: 22 თვე (1 ივლისი, 2008 – 3 მაისი, 2010)
სამიზნე ჯგუფი:
- ქ. ბათუმის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვნები.
ძირითადი მიზნები :
- ქ. ბათუმის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია;
- პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნების ოჯახებთან მუშაობა;
- პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვნების რეაბილიტაციის სისტემის განვითარება.