არასრულწლოვანთა ადვოკატირება და განვითარება
პროექტის დონორი: ევროკავშირი
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
ხანგრძლივობა: 14 თვე (1 სექტემბერი 2006წ. – 1 ნოემბერი 2007წ)
ასოცირებული პარტნიორი: ბათუმის სათემო ახალგაზრდული ცენტრი
სამიზნე ჯგუფი:
- კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები, ქ. ბათუმში არსებული პოლიციის განყოფილებები, პროკურატურის და სასამართლო ორგანოები, პრობაციის სამსახურები, ქ. ბათუმის №3 საპყრობილე
ძირითადი მიზნები:
- ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა დაკავებისთანავე. პირველივე დაკითხვის პროცესში კვალიფიციური ადვოკატის, პედაგოგის და ფსიქოლოგის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- ქ. ბათუმის №3 საპყრობილეში მყოფ არასრულწლოვანთა პირობების გაუმჯობესება, მათი საქმეების შესწავლა და ადვოკატირება;
- პატიმრობიდან განთავისუფლებულ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია და ნორმალური ცხოვრების დაწყების ხელშეწყობა.