ჯანდაცვის სისტემის განვითარება აჭარის რეგიონში

ჯანდაცვის სისტემის განვითარება აჭარის რეგიონში

პროექტის დონორი: საერთაშორისო ორგანიზაცია: კათოლიკური დახმარების სამსახური (CRS)

განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი

ხანგრძლივობა: 12 თვე (24 სექტემბერი 2006წ. – 1 ნოემბერი 2007წ)

პარტნიორი: საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი

სამიზნე ჯგუფი:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები, აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა

ძირითადი მიზნები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მონიტორინგი, ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავების, მიღების, დამტკიცების და შესრულების მონიტორინგი;
- ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის მიღწევა, ჯანდაცვის სფეროს დახვეწის, კანონშესაბამისობაში მოყვანის და გამჭვირვალობის მიზნით;
- სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების ინფორმირების ახალი მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- მოქალაქეთა ადვოკატირება კუთვნილი უფასო და შეღავათიანი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით.