რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)
პროექტი: რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)
პროექტის მიზანი: რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პროექტის აქტივობები:
- გამოყენებითი კვლევების შემუშავება რეგიონული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით;
- რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების კოორდინაციისა და კომუნიკაციის მექანიზმების შეფასება;
- რეგიონული განვითარების კომისიისა და რეგიონული განვითარების ფონდის სამუშაო მექანიზმების ანალიზი;
- რეგიონული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შეფასება;
- აჭარის რეგიონში სოფლის და რეგიონული განვითარების სტრატეგიების ურთიერთმიმართების ანალიზი;
- რეგიონებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა (LAGs) და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაუმჯობესება;
- რეგიონული განვითარების საკითხებზე ეროვნული კონფერენციისა და ფორუმის ორგანიზება;
- რეგიონული განვითარების საკითხებზე სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
- რეგიონული განვითარების საკითხებზე ღია ონლაინ კურსის შემუშავება ფართო;
დონორი: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 ოქტომბერი 2017 წელი-2 ოქტომბერი 2019 წელი
პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.