უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

პროექტი: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის.

პროექტის მიზანი: საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

პროექტის ბენეფიციარები:

✓ ვისაც არ აქვს პროფესიული განათლება და დასაქმების უნარები;
✓ ვისაც აქვს გარკვეული შრომითი უნარ-ჩვევები, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. არ აქვთ შესაბამისი განათლება;
✓ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომელთაც არ აქვთ ფინანსური რესურსები პროფესიული განვითარებისთვის;
✓ ქალები, რომლებიც აწყდებიან საგანმანათლებლო, სოციალურ და ეკონომიკურ დაბრკოლებებს;
✓ მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები;
✓ ტრენინგის მიმწოდებლები,საკონსულტაციო ორგანიზაციები;
✓ სტუდენტები;
✓ დევნილები სამეგრელოში;

☑ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ქალთა თანაბარი ჩართულობა, ასევე გენდერული თანასწორობის დაცვა და გენდერულად მგრძნობიარე აქტივობების დაგეგმვა იქნება პროექტის თითოეული ეტაპის პრიორიტეტი.

პროექტის აქტივობები:

• ჩატარდება დასაქმების ბაზრის საჭიროებების კვლევა;
• დაინერგება დუალური,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კომპონენტი (WBL);
• განხორციელდება არაფორმალური განათლების პროგრამები;
• ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, განხორციელდება სტრატეგიული გრანტების პროგრამა მოქმედი ბიზნესებისთვის;
• განხორციელდება სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამა, მხარს დავუჭერთ მოწყვლადი ჯგუფების ბიზნეს ინიციატივებს;
• ჩატარდება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სოფლის ეკონომიკური განვითარებით. განხორციელდება ქვე-გრანტების პროგრამა საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის;
• თითოეულ რეგიონში დაფუძნდება ბიზნესკლასტერი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს;
• მოეწყობა სასწავლო ვიზიტი გერმანიაში;
• დაფუძნდება სამი სოციალური საწარმო (თითოეულ რეგიონში ერთი);

დონორი: ევროკავშირი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2020 წელი - 31 აგვისტო, 2023 წელი

“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” - პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად ახორციელებს.