სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)

სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)

პროექტი: სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)

Civil Society for Resilient and Safer Communities (CiSSCo)

ხორციელდება ფონდის „გლობალურეი ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით

პარტნიორები:

- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი

- დემოკრატიის ინსტიტუტი

- პუბლიკა

- UKE Consult und Management GmbH (UCM )

- Oxford Brookes University

პროექტს ხანგრძლივობა: 40 თვე

აქტივობები ხორციელდება თბილისში ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, გორში და მარნეულში

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების უსაფრთხოებისა და აღდგენისუნარიანობის ხელშეწყობას ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიისა და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

საქმიანობები, რომლებიც დაგეგმილია აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად

1. მართვა, კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება.

2. დანაშაულის პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება.

3. ნარკოტიკების გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება.

4. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობების გაზრდა სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ ნარკოტიკულ საშუალებების მომხმარებელ, კერძოდ ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის (OST) პროგრამებში ჩართულ პირებთან.

5. ნარკოტიკებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება.

6. ადვოკატირება, რათა მოხდეს ამ სერვისების სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში შეტანა, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მდგრადობას და შედეგების გაუმჯობესებას; უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირება.

7. მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერის (FSTP) კომპონენტი.