კვლევა შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება, შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების შეფასება, ასევე პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფებისათვის (ახალგაზრდები, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, განათლების მიღმა მყოფი ახალგაზრდები, ქალები-ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომი, დაბალ შემოსავლიანი ოჯახები) საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების იდენტიფიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.

კვლევა განხორციელდა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში: ქობულეთის, ქედის, ბათუმის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

ანგარიში მომზადდა პროექტის - “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაციაათინათთანპარტნიორობით. დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.