
„დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ პროქტის ფარგლებში ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 24-25 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროექტების წერა და დაგეგმვა, ფონდების მოძიების სტრატეგია“.
ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს პრობლემის იდენტიფიცირების მეთოდები, გამოიმუშავეს ის უნარ-ჩვევები, რომლებზე დაყრდნობითაც შეძლებენ გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ საპროექტო წინადადების შემუშავებას, დამოუკიდებლად დონორების მოძიებას.
მთავარი საკითხები:
➤ პრობლემის იდენტიფიცირება;
➤ ბენეფიციარების განსაზღვრა;
➤ პროექტის მიზნები და ამოცანები;
➤ სამოქმედო გეგმის შედგენა;
➤ პროქტის ბიუჯეტი; ფონდების დაფინანსების მოძიება.
პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“.