
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში 15 და 16 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი „ინკლუზიური განათლება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქედის ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა და სკოლების პედაგოგებმა, სკოლის სპეცილურმა მასწავლებლებმა, ინკლუზიური განათლებით დაინტერესებულმა პირებმა.
ტრენინგზე განიხილეს: ინკლუზიური განათლების არსი; ინკლუზიური სწავლების მოდელები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების ისტორია; ტერმინების - შშმ და სსსმ განმარტება; მოსწავლისადმი კეთილგანწყობილი და მისაწვდომი გარემო; ეროვნული სასწავლო გეგმა; მისი ადაპტაცია და მოდიფიკაცია; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები; გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.