ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი. აკადემიური წერა/ სკოლის პედაგოგებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ პედაგოგები და სტუდენტები. ტრენინგის თემატიკა იყო: ტექსტის სახეები; აბზაცი; წინადადებების გადაბმის სახეები; ქართული ენისათვის არაბუნებრივი შესიტყვებანი; ფუნქციური წერა (საქმიანი წერილი, განცხადება, ახსნა-განმარტებითი ბარათი, დახასიათება, რეკომენდაცია); ხუთსაფეხურიანი წერა.
ტრენერი: ნატო ურუშაძე. აკადემიურ წერაზე ტრენინგები დაგეგმილია დემოკრატიის ინსტიტუტის ბათუმის ტრენინგ ცენტრში. ტრენინგები ჩატარდება პედაგოგებისთვის, იურისტებისა და ჟურნალისტებისთვის.
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და DVV Intrnational- ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.