ანონსი: მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციები ხულოს საკრებულოს სხდომაზე
რა პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ ხულოს მცხოვრებლები პეტიციის ფორმით?
13 სექტემბერს, 12:00 საათზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ.
ხულოს საკრებულოს წევრები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ ინიცირებულ 5 პეტიციას განიხილავენ.
პეტიციები:
- მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება
- მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის სავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება
- გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ნიშნულების განთავსება
- ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში მისამართების განმსაზღვრელი აბრებისა და ნიშნულების მოწყობა
- სახალხო დღესასწაულის ''ხულოელობის'' დაფუძნება და ორგანიზება
