
დემოკრატიის ინსტიტუტი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მომავალი პროფესიის სწორად არჩევის საკითხზე კამპანიას იწყებს
აჭარაში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში დემოკრატიის ინსტიტუტი 300-მდე შეხვედრას გამართავს, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები - ’’მოხალისე-პროფესიონალები’’ მონაწილეობენ (ადვოკატები, პროკურორები, დეპუტატები, მოსამართლეები, ჟურნალისტები, ექიმები, ხელოსნები, ოქრომჭედლები, მეზღვაურები, მშენებლები, მიმტანები და ა.შ.).
დემოკრატიის ინსტიტუტის ფასილიტატორები და ’’მოხალისე-პრფესიონალები’’ სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებენ პროფესიის არჩევის დროს გასათვალისწინებელ გარემოებებზე, სხვადასხვა პროფესიის მნიშვნელობაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლებით დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობაზე.
სკოლებში შეხვედრები უკვე დაწყებულია და 2016 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.
9 მარტს ბათუმის სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილია შვიდი შეხვედრა. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577173703 მარიკა ჩხუბაძე.